თუ ჩემს სამშობლოს გამოაღვიძებს ჩემი სიკვდილი,
აჰა, მეც მზად ვარ!
ამბობდა აკაკი და მართლაც მისმა სიკვდილმა კი არა და მისი დაბადებიდან 170 წლისთავისადმი მიძღვნილმა კვირეულმა უჩვეულოდ ააფუსფუსა ჩვენი სკოლის მოსწავლეებიც და პედაგოგებიც. კვირეული 25 ოქტომბერს საზეიმო ვითარებაში გახსნა სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა მზევინარ ცარიელაშვილმა. `
კვირეულის გახსნის დღეს, სკოლაში მოსულებისათვის უჩვეულო სიურპრიზი იყო ლამაზად გაფორმებული საკლასო ოთახები თუ სკოლის ფოიე, ბიბლიოთეკა თუ სააქტო დარბაზი - შესასვლელშივე ერთმანეთს ტოლს არ უდებდნენ კლასების მიერ გაკეთებული კედლის გაზეთები, რომლებიც კვირეულის გეგმის თანახმად, კედლის გაზეთების კონკურსში მონაწილეობისათვის მოსწავლეთა ძალებით შეიქმნა.. სააქტო დარბაზის კედლებზე უხვად იყო გამოფენილი აკაკის აფორიზმები. ბავშვები ინტერესით გავეცანით ბიბლიოთეკასთან მოწყობილ წიგნების გამოფენას - ,,აკაკის შემოქმედება“ და სტენდებს: ,,აკაკის ოხუნჯობანი“, ,,პატარა ამბები დიდ პოეტზე“ და ,,აკაკი და გორი“.
კვირეულის სტუმრების აღტაცებას იწვევდა მეხუთე კლასელთა ძალებით შემოდგომის ყვავილებით გაკეთებული ,,ყვავილების ხალიჩა“, რომელზეც უჩვეულო ოსტატობით იყო გამოსახული წარწერები ,,აკაკი 170“, ,, ჩემი ხატია სამშობლო“, საქართველოს რუკა და საქართველოს დროშა, ამ მოსწავლეებმა თავისი ოსტატობა ვარიანში, იაკობობაზეც გამოავლინეს, სადაც იაკობის კუთხესთან ერთად აკაკის კუთხეც მოვაწყეთ, და გამოფინეს ყვავილების ხალიჩა ,,იაკობი -170 - აკაკი“, აქვე გამოიფინა ყველა ის მასალა, რაც აკაკის გორთან და იაკობთან აკავშირებდა.
კვირეულის სტუმრების აღტაცებას იწვევდა მეხუთე კლასელთა ძალებით შემოდგომის ყვავილებით გაკეთებული ,,ყვავილების ხალიჩა“, რომელზეც უჩვეულო ოსტატობით იყო გამოსახული წარწერები ,,აკაკი 170“, ,, ჩემი ხატია სამშობლო“, საქართველოს რუკა და საქართველოს დროშა, ამ მოსწავლეებმა თავისი ოსტატობა ვარიანში, იაკობობაზეც გამოავლინეს, სადაც იაკობის კუთხესთან ერთად აკაკის კუთხეც მოვაწყეთ, და გამოფინეს ყვავილების ხალიჩა ,,იაკობი -170 - აკაკი“, აქვე გამოიფინა ყველა ის მასალა, რაც აკაკის გორთან და იაკობთან აკავშირებდა.
პირველივე დღეს მოხდა ჩვენება აკაკი წერეთლის ნაწარმოებებზე შექმნილი მხატვრული ფილმებისა: ,,ბაში-აჩუკი“ და ,,აკაკის აკვანი“. ფილმებმა ჩვენში გაზარდეს მოტივაცია კვირეულში აქტიურად მონაწილეობისა, მართლაც ჩვენს საამაყოდ უნდა ითქვას, რომ კვირეულში სკოლის მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა ჩაერთო.
კვირეულის მეორე დღეს დაგეგმილ თეორიულ კონფერენციაზე ,,საქართველოს უგვირგვინო მეფე-აკაკი წერეთელი და მე-19 საუკუნის საქართველო“., ქართული ენა-ლიტერატურის კათედრის ხელმძღვანელი ნინელი მართაშვილი, დამსწრე საზოგადოებას ესაუბრა ,,საქართველოს ბულბულის“ შესახებ და მათ მოკლედ გააცნო აკაკი წერეთლის ცხოვრება და მოღვაწეობა.
მე-6 კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი ,,ჩვენ ვსწავლობთ აკაკის“, საღამოს კი -მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიცია: ,,აკაკი წერეთლის დაბადებიდან 170 წლისთავი“.
კვირეულში ჩართული იყო ზერტის საჯარო სკოლას დაქვემდებარებული სოფ. კვარხეთის დაწყებითი სკოლაც, ამ დღეს მათ I-IV კლასის მოსწავლეთა ძალებით ჩაატარეს მხატვრულ ლიტერატურული ღონისძიება ,,ჩემი ხატია სამშობლო...“
კვირეულის მესამე დღე იაკობობას დაემთხვა, ჩვენ გადავწყვიტეთ ვარიანში იაკობობაზე, იაკობის კუთხესთან ერთად აკაკის კუთხეც მოგვეწყო მათ, ორივეს ხომ 170 წელი შეუსრულდათ და გამოვფინეთ ყველა ის მასალა, სადაც ჩანდა იაკობის თანამედროვის, აკაკის კავშირი იაკობთან და გორთან.
სკოლაში დარჩენილთათვის საშუალო საფეხურზე ჩატარდა ღია გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში ,,ჩვენ ვსწავლობთ აკაკის“, I-VII კლასელთა ძალებით სიმღერისა და ლექსის საღამო ,,აკაკის ამღერებული პოეზია“, ინსცენირებები-,,აკაკის შემოქმედების გაცოცხლებული პერსონაჟები“-,,სიზმარი“, ,,აკაკი გიმნაზიაში“, ,,ვაშლი და შაქარა“. ,,ღამურა“. ასევე აკაკის თარგმანებიდან – კრილოვის ,,მგელი და კრავი“, უჩვეულო ოსტატობით ასრულებდნენ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები ამ სცენებს...
თითქმის ყველა კათედრა ჩაება კვირეულში: ხელოვნებისა და ინგლისური ენის პედაგოგებმა კვირეულის მეოთხე დღეს დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა ძალებით ჩაატარეს ლიტერატურული ღონისძიება ,,თავისუფლების ძებნაში მკვდარნი...“, ღონისძიება, რომელიც ეძღვნებოდა აფხაზეთის და 2008 წლის რუსეთ-სქართველოს ომებში დაღუპულ ზერტელ ვაჟკაცებს, ჩატარდა საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით, საპრეზენტაციო პროგრამაში გაკეთებული სლაიდ შოუს ფონზე, რომელიც გაფორმებული იყო ლირიკული მუსიკით და ისედაც გულისამაჩუყებელ სცენარს კიდევ უფრო სევდიანს და ამაღლებულს ხდიდა, ვისმენდით რა ჩვენი თანასოფლელების გმირობის ამბებს..
იმავე დღეს გეოგრაფიის მასწავლებელმა ჩაატარა ლექცია თემაზე-,,აკაკი როგორც საზოგადო მოღვაწე-აკაკი და ჭიათურის მარგანეცი“.
კვირეულის ბოლო დღეს, 29 ოქტომბერს, გამოვლინდა კედლის გაზეთების კონკურსში გამარჯვებული კლასი, რომელსაც უფასო ექსკურსია ელოდება სხვიტორში.
კვირეულის ერთგვარ შეჯამებად იქცა ვიქტორინა ,,ვინ უკეთ იცნობს აკაკის", საპრეზენტაციო პროგრამაში გაკეთებულმა ვიქტორინამ ჩვენში დიდი ინტერესი გამოიწვია, რამდენადაც ის ჩატარდა როგორც სატელევიზიო გადაცემა ,,ყველაზე ჭკვიანი“, მიმდინარეობდა საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით, მოსწავლე ირჩევდა კატეგორიას და დინამიურ რეჟიმში ხდებოდა გადასვლა არჩეული კატეგორიის შესაბამის კითხვაზე, ვიქტორინის 9 კატეგორიის 45 კითხვა მოითხოვდა კვირეულში აკაკის შესახებ მიღებულ ინფორმაციის ცოდნას, გამარჯვებულის გამოვლენა ძალიან გაჭირდა, რამდენადაც ბავშვები ამომწურავად პასუხობდნენ კითხვებს. აქედან დასკვნა, რომ კვირეულს უკვალოდ არ ჩაუვლია.
ვიქტორინის შემდეგ კვირეული საზეიმო ვითარებაში დახურულად გამოაცხადა სკოლის დირექტორმა. კვირეულმა იმდენად გაზარდა ჩვენი ენთუზიაზმი და კონკურსში გამარჯვების სურვილი, რომ მზად ვართ პროექტის მონიტორინგისათვის, რათა კვირეულის მიმდინარეობა შეძლებისდაგვარად სრულყოფილად ავსახოთ წადგენილ მასალებში.
...დასრულდა კვირეული, რომელმაც ჩვენ ბევრი კარგი რამ შეგვძინა , მათ შორის ერთად, შეხმატკბილებულად შრომის უნარი და მინდა მოვიშველიო ჩემი პრეზიდენტი, რომლისაც მეიმედება და რომელმაც სულ ახლახანს გაეროს მაღალი ტრიბუნიდან მსოფლიოს ამცნო თითოეული ქართველის გულისნადები, რომ თუ ჩვენ კავკასიონის ქედივით ერთმანეთს მხარს მივცემთ, ჩვენი მომრევი არანაირი ძალა არ იქნება!
P.S. მადლობა კვირეულის ყველა ბენეფიციარს და მის საერთო ხელმძღვანელს ქალბატონ თამარ ჯოლბორდს.
Комментариев нет:
Отправить комментарий